უმარის მენეჯერი: აშკარაა, რომ მერაბს ეს ბრძოლა არ უნდოდა
უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელ-აზიზი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილს უმართან ბრძოლა არ სურდა.
ამის შესახებ აბდელ-აზიზმა MMA Junkie-ს პოდკასტში საუბრისას განაცხადა.
„ცხადია, მერაბს არ სურდა ეს ბრძოლა, მას არ მიაჩნდა, რომ უმარი ამას იმსახურებდა. ვფიქრობ, მერაბს სჯერა, რომ მასზე ზეწოლა ხდება: UFC, მედია, ქომაგები - მასზე ზეწოლას ახდენენ.
მაგრამ ის არის ადამიანი, რომელსაც ტერიტორიის დაცვა უწევს - მისი ტიტულის დაცვა. იძულებული გახდა ებრძოლა, მაგრამ ეს არ უნდოდა.
მერაბი ძლიერი პიროვნებაა, მტკიცე ბიჭია და ეს რთული ბრძოლა იქნება. დვალიშვილის მოგებათა სერია მიჯრით 10 გამარჯვება, ეს შემთხვევითობა არაა და ისე უბრალოდ არ ხდება. მაგრამ მე მჯერა, რომ უმარი როგორც მებრძოლი მას ყველაფერში აღემატება და გამარჯვებას შეძლებს“.
- ამბობს აბდელ-აზიზი.
MMA Junkie-სთან თავად უმარმაც ისაუბრა და დვალიშვილზე ზეწოლის მოხდენა მანაც სცადა. მისი ინტერვიუს ხილვა ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ უმარისა და მერაბის ბრძოლა UFC 311-ზე 19 იანვარს გაიმართება.