ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

ბრიტანული მედია: ლივერპული ალექსანდერ-არნოლდის იანვარში გაყიდვას არ აპირებს

„ლივერპული“ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს იანვარში არ გაყიდის. ამის შესახებ The i წერს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, „მერსისაიდელები“ არ დაეთანხმებიან 26 წლის მარჯვენა მცველის გაყიდვას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუხედავად თანხის რაოდენობისა, რომელსაც „რეალი“ გაიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „წითლებმა“ უკვე უარი თქვეს სამეფო გუნდის პირველად მოთხოვნა და მზად არიან, ალექსანდერ-არნოლდთან ახალი, ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად,მან 333 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 85 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძე ბუნდესლიგაში | ბუდუს ახალი კლუბი ცნობილია
ზივზივაძე ბუნდესლიგაში | ბუდუს ახალი კლუბი ცნობილია