გალათასარაი მიქაუტაძის ტრანსფერზე ახალ წინადადებას ამზადებს | ბოლო ცნობები
TRT Sports-ის ცნობით, „გალათასარაი’’ შემდეგ კვირაში გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერთან დაკავშირებით „ლიონს’’ ახალი წინადადებით მიმართავს. თურქული Fanatic-ის ინფორმაციით, „გალათასარაი’’ მზად იყო ფეხბურთელში 20 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა „ლიონმა’’ სატრანსფერო თანხა 20-დან 25 მილიონ ევრომდე გაზარდა.
„მონპელიესთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ „ლიონის'' დატოვებას არ აპირებს. ზოგადად რთული წარმოსადგენია 24 წლის ფეხბურთელი თურქეთში თამაშს დათანხმდეს, თუმცა მეორეს მხრივ ფაქტია, რომ „გალათასარაი'' დანებებას არ აპირებს.
ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.
მიქაუტაძემ, რომელიც დეკემბრის თვის „ლიონის'' საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.