ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Repubblica: კვარას გარეშე, ნაპოლის გოლი ყოველ 29 წუთში გააქვს

Repubblica ნაპოლიზე წერს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ამახვილებს ყურადღებას

იტალიური გამოცემა აღნიშნავს, რომ კვარას გარეშე, გუნდს გოლი ყოველ 29 წუთში გააქვს.

რას წერს Repubblica:

„ნაპოლის“ მიერ „უდინეზეს“, „ჯენოასა“ და „ვენეციის“ კარებში გატანილი 6 გოლი სხვა შეფასებას იღებს, თუ მას დეტალებში შევადარებთ - კერძოდ კი, ხვიჩას მოედანზე ყოფნასთან. მან ტრავმის გამო, 270 წუთიდან 92 წუთი ითამაშა. მხოლოდ ფაქტები და არა ემოციები: კვარას მონაწილეობით, საერთო სათამაშო დროის დაახლოებით მესამედში, გუნდმა გოლი ვერ გაიტანა. თუმცა დარჩენილ 178 წუთში კი პირიქით - ლიდერებს გოლი გაჰქონდათ საშუალოდ ნახევარ საათზე ნაკლებ დროში. გუნდმა მოიპოვა 3 მნიშვნელოვანი მოგება, რაც პარადოქსულია, მაგრამ აჩვენებს, რომ ქართველის გარეშე თავს კომფორტულად გრძნობენ“.

„ნერეშის გადასვლამ მარცხენა ფლანგზე მომენტალურად გადაჭრა „ნაპოლის“ თავდასხმის პრობლემა „უდინეზეს“, „ჯენოასა“ და „ვენეციის“ წინააღმდეგ მატჩებში. ამასთან, პოლიტანოს წვლილი მარჯვენა ფლანგზე ძალიან დასაფასებელია“.


ქართველ ფეხბურთელზე წერს ასევე Corriere dello Sport-ი. გამოცემის ცნობით, კვარამ „ფიორენტინასთან“ მატჩი შესაძლოა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს.

„ამ ეტაპზე ხელშეუხებლად ბრაზილიელი დავიდ ნერეში ითვლება - სამი თამაში სასტარტო შემადგენლობაში, შესანიშნავი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფორმა. ძალიან რთულია ერთი მიზეზიც კი იპოვო, რომ ნერეში სათადარიგოთა სკამზე დატოვო“, - წერს Corriere dello Sport-ი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ოფიციალური მონაცემებით, მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 107 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტემ ხვიჩას შემცვლელი შეარჩია და ნაპოლის მის შეძენას სთხოვს“
„კონტემ ხვიჩას შემცვლელი შეარჩია და ნაპოლის მის შეძენას სთხოვს“