გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 8 ქულა და 2 მოხსნა - მატჩის შემდეგ მეტოქის მწვრთნელმა შეაქო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ACB ლიგის მე-14 ტურში „ტენერიფემ’’ შინ „სარაგოსას’’ 106:97 მოუგო.

„ტენერიფეს’’ სასტარტო ხუთეულში გიორგი შერმადინი ვერ მოხვდა, შემდეგ ჩაერთო თამაშში, 16:04 წუთში 8 ქულა ჩააგდო და 2 მოხსნა შეასრულა. 35 წლის ქართველმა კალათბურთელმა 3-დან ერთი ორქულიანი გამოიყენა, ყველა საჯარიმო ზუსტად შეასრულა, ექვსიდან ყველა წარმატებული იყო.

მატჩის შემდეგ „სარაგოსას'' მთავარმა მწვრთნელმა პორფირიო ისაკმა მატჩი შეაფასა და შერმადინი ახსენა: „თუ მარსელინიოსა და შერმადინს ჯარიმების სროლის შესაძლებლობას მივცემთ, ისინი ამ შანსს ყოველთვის გამოიყენებენ''.

„ტენერიფემ’’ 14-დან 10 მატჩი მოიგო, 20 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „ვალენსიას’’ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები