„კონტემ ხვიჩას შემცვლელი შეარჩია და ნაპოლის მის შეძენას სთხოვს“
ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ იტალიაში ყველა საუბრობს, ვისაც ამის საშუალება აქვს. ქართველი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე ნეაპოლში დარჩება, შემდეგ რა მოხდება უცნობია. კონტრაქტის განახლების, თუ მის გარეშე - მოსალოდნელია, რომ კვარა ზაფხულში გუნდს შეიცვლის.
Areanpoli წერს, რომ კლუბში ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ხვიჩას კონტრაქტის განახლებაც ბევრს არაფერს შეცვლის და ის გუნდს მაინც დატოვებს.
იტალიელი ჟურნალისტი მასიმო სპარნელა Tv Luna-ს ეთერში ხვიჩას შესახებ ისაუბრა და საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა.
„კვარაცხელიამ ნაპოლის მნიშვნელოვანი ანაზღაურება მოსთხოვა, ეს იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს მას პსჟ-სთან დაახლოებით 10 მილიონიანი წინადადება ჰქონდა.
ანტონიო კონტემ კლუბს უკვე შესთავაზა კვარაცხელიას შემცვლელი. საუბარია ფეხბურთელზე, რომელიც იუვენტუსში თამაშობდა და ამჟამად ლივერპულის გარემარბია. კონტეს კიეზა ყოველთვის მოსწონდა. მისი დიდი თაყვანისმცემელია“.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას შეძენის სურვილი „მანჩესტერ სიტის“, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „ლივერპულს“, „ბაიერნს“, „ბარსელონასა“ და პსჟ-ს აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ხვიჩას კონტრაქტში გამოსასყიდის სახით 80 მილიონი დაფიქსირდება, ქართველის შეძენა ზემოთ ჩამოთვლილი გრანდებიდან ყველას შეეძლება. მამუკა ჯუღელი სწორედ ამ რიცხვის დაფიქსირებას ითხოვს, რაზეც დე ლაურენტისი დღემდე წინააღმდეგია.