Marca: რეალი მზადაა, ალექსანდერ-არნოლდში €25 მილიონი გადაიხადოს
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ტრანსფერი უკვე იანვარში განახორციელოს. ამის შესახებ Marca წერს.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, სამეფო კლუბი მზად არის „ლივერპულს“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, 25 მილიონი ევრო გადაუხადოს.
როგორც Marca წერს, „რეალს“ არ სურს, რომ ტრენტის გაფორმება ზაფხულამდე გადაიდოს, როდესაც ის „ლივერპულთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტი გახდება.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი „ლივერპულის“ აღზრდილია, პირველ გუნდში კი 2016 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად,მან 333 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 85 საგოლე გადაცემა შეასრულა.