მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უმარი: მერაბს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ დამამარცხოს

უმარ ნურმაგომედოვს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ შეიძლება მან მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა წააგოს. დაღესტნელი ასევე ფიქრობს, რომ მათი დაპირისპირება ხანგრძლივი იქნება და ფინიში საწყის რაუნდებში არ შედგება.

„მესმის, რომ მერაბს არ სურს სარისკო ბრძოლა. მას შეუძლია ჩემი დამარცხება - ეს რეალურია. მაგრამ ის მე ვერ გამტეხს. მე იგივე უმარი ვიქნები. ყველას შეუძლია წაგება, ყველას შეუძლია მოიგოს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მოხდება ბრძოლაში. თუ შიშზეა საუბარი, მაშინ ვფიქრობ, დვალიშვილს უბრალოდ არ სურს გარისკვა.

ის ვერ დამამარცხებს. მას ვერ წარმოუდგენია როგორ დამამარცხოს. ის ვერ დამიჭერს. კარგი, იქნებ ერთხელ მაინც შეძლოს ჩემი ძირს დაგდება, მაგრამ შემდეგ ჩემი დაჭერაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ის ამას ვერ შეძლებს. მას დარტყმა აქვს, მაგრამ მე არ ვარ გიჟი, ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც ადრე.

მეც შემიძლია ბრძოლა. არ დაივიწყოთ ეს. ასევე შემიძლია ის დავაფინიშო, თუ მერაბი ზურგს მაქცევს, მას დავახრჩობ. ვფიქრობ, მერაბს უბრალოდ უნდა შეებრძოლოს ბიჭს, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ 100%-ით გალიაში შევდივარ და მას დავამტვრევ. არა. ის იცნობს სხვა ბიჭებს, რომელთა ცემაც შეუძლია. და ჩემთან ერთად მისთვის რთული იქნება. მას სურს შეებრძოლოს შონ ომალის ან პეტრ იანს ან ვინმე სხვას, რადგან იცნობს მათ, ეს მარტივი ფულია.

დვალიშვილი ჩემთან ერთად ღრმა წყლებში უნდა შევიდეს. ჩვენი ჩხუბი დიდ ხანს გაგრძელდება, გრძელი ღამე იქნება. ის ვერ გამაკონტროლებს. მე მაქვს კარგი უნარები, შემიძლია დარტყმა, შემიძლია ბევრი პრობლემა შევუქმნა მას. მაგრამ როცა გალიაში შევდივართ, არ ვიფიქრებ, რომ მას ჩემი ეშინია. მე ვიცი, რომ ეს ის ადამიანია, ვინც ჩემს ცემას შეეცდება. ეს დიდი ბრძოლა იქნება“,

- განაცხადა უმარმა MMA Junkie-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი და ნურმაგომედოვი 19 იანვრის ღამეს UFC 311-ზე იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეჭვი არ მეპარება, რომ უმარი ჩემპიონი დიდი ხნით გახდება“ - ნურმაგომედოვის მენეჯერი
„ეჭვი არ მეპარება, რომ უმარი ჩემპიონი დიდი ხნით გახდება“ - ნურმაგომედოვის მენეჯერი