მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ეჭვი არ მეპარება, რომ უმარი ჩემპიონი დიდი ხნით გახდება“ - ნურმაგომედოვის მენეჯერი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლისა და მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის, უმარ ნურმაგომედოვის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა მოახლოებულ ბრძოლაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ეჭვიც კი არ ეპარება, რომ ამ დივიზიონში ჩემპიონი უმარი გახდება და ამ ტიტულს დიდი ხნით შეინარჩუნებს.

„ვფიქრობ, რომ უმარი ერთადერთი მებრძოლია, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხაბიბი გამოიწვიოს. მას შეუძლია დაუმარცხებელი წავიდეს. რა თქმა უნდა, უმარს რთული მეტოქე ჰყავს, მაგრამ ვთვლი, რომ ის ყველაფერში უკეთესია“, - თქვა აბდელ-აზიზმა.

დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ამასთან, ქართველმა მებრძოლმა UFC-ში მოგებათა სერია 11 ბრძოლამდე გაზარდა.

რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, მას 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჰგონია ხელშეუხებელია, თავმდაბალს გავხდი“ | მერაბმა უმართან ჩხუბზე ისაუბრა
„ჰგონია ხელშეუხებელია, თავმდაბალს გავხდი“ | მერაბმა უმართან ჩხუბზე ისაუბრა