გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

შესანიშნავი გარღვევა და საგოლე პასი | ჩაკვეტაძე საუკეთესო იყო

ინგლისის ჩემპიონშიფის 25-ე ტურში ქპრ-მ შინ „უოტფორდი’’ 3:1 დაამარცხა. 2:0-ზე გიორგი ჩაკვეტაძის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ გერმანელმა კვადვო ბამ სხვაობა შეამცირა.

„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჩაკვეტაძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა, ქართველმა შემტევმა 82-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამ სეზონში ჩემპიონშიფის 24 მატჩში მეოთხედ გააფრთხილეს.

Whoscored-ის მონაცემებით „უოტფორდში’’ ჩაკვეტაძე საუკეთესო იყო, ქლევერლის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.76. Sofascore-მა მატჩის საუკეთესოდ ჩაკვეტაძე დაასახელა, 8,2 დაუწერა.

 

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 24-ვე მატჩი სასტარტოში დაიწყო (ტომ ქლევერლიმ შვიდ შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ ოთხ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 2 გოლი და 5 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.

„უოტფორდმა’’ 24 მატჩში 37 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის ჩემპიონშიფში მე-8 ადგილზეა, საუკეთესო ექვსეულს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. ტური მიმდინარეობს და შესაძლოა სატურნირო ცხრილში ცვლილებები იყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტული 2024 : ისტორიული ევროპის ჩემპიონატი
სპორტული 2024 : ისტორიული ევროპის ჩემპიონატი