ნაპოლი, კრისტიანო ბირაგი
Aa
Aa

Il Mattino: ნაპოლიმ პირველი ტრანსფერი განახორციელა

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე აქტიურად ცდილობს ნაპოლის დაცვის ხაზის გაძლიერებას. ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიური მედია ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ფაქტობრივად პირველი ტრანსფერი დახურა.

საუბარი კრისტიანო ბირაგიზეა. 32 წლის მარცხენა მცველი პარტენოპეის პირველი ტრანსფერი იქნება. ბირაგი კონტეს გუნდს იჯარის წესით შეუერთდება. აურელიო დე ლაურენტისს კი ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, რომ ბირაგის სერია ა-ში თამაშის კოლოსალური გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის ინტერის, ჩიტადელას, კიევოს, პესკარას და ფიორენტინას ღირსებას იცავდა. ყველაზე დიდი დრო ფიორენტინაში გაატარა.

რაც შეეხება ნაპოლის, 2024 წელი კონტეს გუნდმა 41 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. ამავე რაოდენობის ქულები აქვს ატალანტას, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო, პირველ პოზიციას ბერგამოული კლუბი იკავებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ინტერი მესამე ადგილზე 40 ქულით იმყოფება, თუმცა ნერაძურის 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ფიორენტინასთან გადადებული თამაშის მოგების შემთხვევაში, ინტერი სერია ა-ს ჩაუდგება სათავეში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმი: “პრემიერ ლიგიდან გავარდნა შესაძლებელია“
ამორიმი: “პრემიერ ლიგიდან გავარდნა შესაძლებელია“