სერია A-ს წლის გუნდი | კვარაცხელია Sofascore-ის თერთმეტეულში
ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა იტალიის სერია A-ს 2024 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესოთა შორის მოხვდა და „კვარას“ ტოპ 11-ში ვხედავთ.
Sofascore-ის მიხედვით, 2024 წელს, კვარაცხელიას საშუალო შეფასება 7.42 გახლდათ და იგი შეტევაში მარკუს ტურამის გვერდითაა. ხვიჩა „ნაპოლის“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სტატისტიკურმა სააგენტომ წლის სიმბოლურში შეიყვანა.
???????? | Team of the year
— Sofascore Football (@SofascoreINT) December 31, 2024
With the action in the Italian top flight in 2024 ending only last night, we can now unveil our TOTY! ????
Inter and Atalanta are the only sides featured more than once in this star-studded XI, while Hakan Çalhanoğlu is our Serie A Player of the year. ???? pic.twitter.com/I1gdfRnvHu
Sofascore-ის ტოპ 11-ში მოხვდნენ: ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი (ტორინო), ბენჟამინ პავარი, ალესანდრო ბასტონი (ორივე ინტერი), ბრემერი (იუვენტუსი), ჰაკან ჩალჰანოღლუ (ინტერი), პაულო დიბალა (რომა), შარლ დე კეტელარე, ადემოლა ლუკმანი (ორივე ატალანტა), რაფაელ ლეაუ (მილანი).
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ დაასახელა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელები, რომლებსაც მოედანზე ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. CIES-მა 10 მოთამაშე გამოარჩია და რეიტინგის შესადგენად საკუთარი მეთოდოლოგია გამოიყენა. კვარაცხელია ტოპ 10-ში იმყოფება და „კვარა“ მე-6 პოზიციას იკავებს.