„ამის მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - ცნობილი მწვრთნელი კვარას კონტრაქტზე
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა და „ლაციოს“, „პალერმოსა“ და „ფიორენტინას“ ყოფილმა დამრიგებელმა, დელიო როსიმ Radio Marte-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარეებმა კონტრაქტთან დაკავშირებული გარემოებები მალე უნდა მოაგვარონ.
რას ამბობს როსი:
„ვფიქრობ, კლუბმა ქართველთან დაკავშირებული საკითხი მალე უნდა მოაგვაროს - ან კონტრაქტი განაახლოს, ან გაიყიდოს ასე, რა მდგომარეობაც ახლა არის. მის გარშემო შექმნილი ვითარება არავის აწყობს, არც კვარას, და არც კლუბს“.
„ახლა ქართველს აქტიურად ადარებენ ნერეშს და ბევრი იძახის, რომ ბრაზილიელი მასზე უკეთესია, ამან კი კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. მისი გაყიდვა, ან კონტრაქტის გახანგრძლივება არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხის მოგვარება, ამით, სიმშვიდეს მოიპოვებს როგორც კვარაცხელია, ისე კლუბი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა და ოფიციალური მონაცემებით, მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 107 შეხვედრა ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა.