მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

დვალიშვილი: აპრილისთვის ვგეგმავ 3 ბრძოლა გავმართო

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა თქვა, რომ 2025 წლის აპრილამდე სამი ბრძოლის გამართვას გეგმავს.

„2025 წელს ვგეგმავ, რომ დაკავებული ვიყო. 19 იანვარს ვიბრძოლებ და ამის შემდეგ ჩემს საქმეს გავაგრძელებ. ვიცი, რომ ომალი აპრილში დაბრუნდება. ვფიქრობ, პიტერი (იანი) საბრძოლველად მზად მარტში იქნება. ამიტომ იქნებ გაზაფხულზე მათ ვებრძოლო.

და სულ ერთია ვინც არ უნდა იყოს შემდეგი პრეტენდენტი, მე მთელს დივიზიონს ისევ გავასუფთავებ“,

- განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

მერაბმა უშუალოდ უმარის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმავს ის თავმდაბალი გახადოს.

„რამდენიმე თვის წინ, მას პირადად შევხვდი. მეგობრული დიალოგი მქონდა და მის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე. უმარმა მითხრა, ასაკში ხარ და ახლა ჩემი დროაო, რაზეც გაკვირვებულმა ვუპასუხე, რას ამბობ-მეთქი. ასაკში თუ ვარ, ე.ი დიდი ხანია აქ ვარ და გამოცდილება ჩემს მხარესაა. მინდა, ვაჩვენო დონეებს შორის რა განსხვავებაა. უმარი კარგი მებრძოლია, მაგრამ მინდა, თავმდაბალი გავხადო“.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს დვალიშვილი UFC 311-ზე უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება და საჩემპიონო ქამარს პირველად დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბნელი ენერგია აქვს, მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია“ - თოფურია კონორზე
„ბნელი ენერგია აქვს, მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია“ - თოფურია კონორზე