გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

DefensaCentral: რეალთან მამარდაშვილის თამაში გამორიცხულია

ესპანური გამოცემა DefensaCentral-ი 3 იანვარს „ვალენსიასა“ და „რეალს“ შორის დაგეგმილი მატჩის შესახებ წერს და „ვალენსიას“ საკადრო პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

გამოცემის ინფორმაციით, „ღამურების“ ლაზარეთში არიან რაფა მირი, ფრან პერესი, ტიერი კორეია და მუკტარ დიახაბი. გარდა ამისა, ხოსე გაია და გიორგი მამარდაშვილი კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და მოქმედ ჩემპიონთან მატჩში მათი თამაში სრულიად გამორიცხულია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტური პროგნოზი კეთდებოდა.

აღსანიშნავია, რომ „სამეფო კლუბთან“ მატჩი სადებიუტო იქნება კარლოს კორბერანისთვის, რომელმაც რუბენ ბარახას გათავისუფლების შემდეგ „ვალენსია“ ჩაიბარა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა დეკემბრის დასაწყისში მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, წლის ბოლომდე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, ქართველი მეკარის სარეაბილიტაციო პროცესი გაურკვეველი დროით ჭიანურდება.

ცნობისთვის, „ვალენსიასა“ და „რეალის“ მატჩი 2 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ვალენსიის რეგიონს თავს დაატყდა ქარიშხალი, რასაც წყალდიდობა მოჰყვა, ამის გამო კი ესპანეთში რამდენიმე მატჩი გადაიდო.

აქვე გეტყვით, რომ 17 მატჩის შემდეგ მამარდას „ვალენსია“ 12 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ხვიჩა კონტრაქტს იანვარში გაახანგრძლივებს?
წინასწარი შეთანხმება მიღწეულია - ხვიჩა კონტრაქტს იანვარში გაახანგრძლივებს?