რუბენ ამორიმი
Aa
Aa

1930 წლის შემდეგ პირველად - მანჩესტერის ანტირეკორდული 2024 წელი

„მანჩესტერ იუნაიტედში“ რუბენ ამორიმის დანიშვნამ გუნდს ვერ უშველა და „წითელი ეშმაკების“ კრიზისი გრძელდება.

2024 წელს „იუნაიტედმა“ უკვე საკმაოდ ბევრი ანტირეკორდი დაამყარა, რომლებიც წლის ბოლო შეხვედრაში „ნიუკასლთან“ საშინაო მარცხის შემდეგ დაფიქსირდა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 35 წლის განმავლობაში პრემიერლიგაში კალენდარული წელი მე-7 ადგილს ქვემოთ პირველად დაასრულა. 19 მატჩი, 22 ქულა და მე-14 ადგილი. ბოლოს ასეთი რამ 1989/90 წლების სეზონში მოხდა, როდესაც გუნდმა მე-15 ადგილი დაიკავა. ის სეზონი მანკუნიანელებმა საბოლოოდ მე-13 პოზიციაზე დაასრულეს.

მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 94 წლის განმავლობაში თვეში 6 მატჩი პირველად წააგო.  მანკუნიელებმა დეკემბრის დასაწყისში არსენალთან (0:2), ნოტინგემ ფორესტთან (2:3), ტოტენჰემთან (3:4), ბორნმუთთან (0:3) და ვულვერჰემპტონთან (0:2) წააგეს. იუნაიტედმა 1930 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად, თვეში ამდენი მარცხი პირველად განიცადა. მაშინ კლუბმა 7 მატჩი წააგო.

მანჩესტერ იუნაიტედმა 60 წლის განმავლობაში პირველად, თვეში 18 გოლი გაუშვა. დეკემბერში წითელმა ეშმაკებმა 18 გოლი გაუშვეს. იუნაიტედს 1964 წლიდან მოყოლებული ერთ თვეში ამდენი გოლი არ გაუშვია.

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. და ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ძველებურად ფეთქებადი აღარ არის, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს“
„კვარა ძველებურად ფეთქებადი აღარ არის, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს“