ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

თურქული კლუბების რადარზე | ლუკა ლოჩოშვილს მსურველები გამოუჩნდნენ

„კრემონეზეს“ ქართველი ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი თურქული კლუბების რადარებზე იმყოფება. თურქი ჟურნალისტების ინფორმაციით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, 26 წლის უკანახაზელის გადაყვანაზე „რიზესპორი“ და „გაზიანთეფი“ ფიქრობენ.

„რიზესპორს“ დაცვის ხაზის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი. თურქული კლუბი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და ერთ-ერთი მათგანი ლოჩოშვილი გახლავთ. ლუკას გარდა, „რიზესპორის“ ყურადღების ცენტრში კამილ პესტკა, ჯონჯო შელვი და შერდან დურსუნი არიან მოქცეული.

„გაზიანთეფის“ ინტერესს რაც შეეხება, ლოჩოშვილს მათ სიაში წამყვანი პოზიციები უკავია. Sabah-ის ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, „კრემონეზე“ ტრანსფერის სანაცვლოდ 1-2 მილიონ ევროს მოითხოვს.

ცნობისთვის, ლოჩოშვილს „კრემონეზესთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. სამენეჯერო სააგენტო, Transfermarkt-ი ქართველ ფეხბურთელს 600 000 ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში, ლოჩოშვილს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა და მონაწილეობა სერია B-ს მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო, საერთო ჯამში კი მოედანზე 322 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ხალხს მისი მარცხის ნახვა უნდა, ბრძოლის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ...“ - მახაჩევი თოფურიაზე
„თუ ხალხს მისი მარცხის ნახვა უნდა, ბრძოლის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ...“ - მახაჩევი თოფურიაზე