ამორიმი: „მანჩესტერ იუნაიტედს“ სერიოზული ცვლილება სჭირდება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ უიღბლობა გრძელდება. 35 წლის განმავლობაში პირველად, „წითელმა ეშმაკებმა“ კალენდარული წელი, ცხრილში მე-7 ადგილზე დაბლა დაასრულეს.
რუბენ ამორიმის გუნდმა ბოლო თამაში „ნიუკასლთან“ გამართა და 0:2 დამარცხდა. ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2024 წელი 22 ქულით დაასრულა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.
პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, გუნდს სერიოზული ცვლილებები სჭირდება.
„არ მინდა აქ (პრესკონფერენციაზე) მოვიდე და თავი ვიმართლო ხოლმე. ვფიქრობ, ხალხი დაიღალა ამ კლუბის თავის მართლებით. „მანჩესტერ იუნაიტედს“ სერიოზული ცვლილება სჭირდება და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას გახდა, რაც ერიკ ტენ ჰაგს „ვესტ ჰემთან“ (1:2) განცდილი მარცხი აღარ აპატიეს და პოსტიდან დაითხოვეს.
რუბენ ამორიმი „სპორტინგს“ 2020-2024 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ლისაბონურმა კლუბმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და 2-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო.