„კვარა ძველებურად ფეთქებადი აღარ არის, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს“
1 Station Radio-სთან საუბრისას იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ტარალიომ „ნაპოლის“ შესახებ მისი მოსაზრება გამოთქვა და კვარაცხელიას შესახებ კრიტიკული აზრიც დააფიქსირა.
„ნაპოლიმ ვენეციას მოუგო, მაგრამ ახლა გუნდი თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს. მადრიდის რეალს ეთამაშები, თუ ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს, მაინც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო, თუნდაც ბოლო წუთზე ახერხებდე გამარჯვებას. უცნაური მატჩი გამოვიდა, შანსები იყო, რომლებიც გუნდმა ვერ გამოიყენა, თუმცა ბოლოს იღბალმა გაუღიმა და კონტეს გუნდმა სამი ქულა აიღო.
ვფიქრობ, დამაგვირგვინებელ ფაზაში გუნდს წინდახედულობა და სიზუსტე აკლია. მაგალითად, ლუკაკუს ამ მატჩში ბევრი მომენტი ჰქონდა და გატანა ვერ შეძლო. ამ მიმართულებით ნაპოლის სამუშაო აქვს. თუმცა, როდა პარტენოპეიც და ინტერიც საუკეთესო კონდიციებს მიუახლოვდებიან, სახალისო მატჩს ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდში რამდენიმე მოთამაშე კარგ ფორმაშია, კონტეს მაინც აკლია რიგი ფეხბურთელების აქტიურობა და პროდუქტიულობა, მაგალითად, კვარაცხელია ძველებურად ფეთქებადი აღარ არის. შესაძლოა ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა, შესაძლოა ფიზიკური, ან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან არის დაკავშირებული. ის დღეს აღარ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც სკუდეტოს მოგების დროს ვიხილეთ. ალბათ მას უბრალოდ ნდობის აღდგება სჭირდება, რომ თავის დონეს მალე დაუბრუნდეს. ერთი რამ ცხადია - კვარას და ლუკაკუს საუკეთესო ფორმის შემთხვევაში, ნაპოლი სკუდეტოს გარანტირებულად მოიგებს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ 2024 წელი „ნაპოლიმ“ „ატალანტასთან“ ერთად 41-41 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. თუმცა „ინტერს“ ერთი მატჩით ნაკლები და 40 ქულა აქვს.