გრანადა, გიორგი წიტაიშვილი, სოფიის ცსკა
Aa
Aa

1,5-მილიონიანი შეთავაზება - სოფიის ცსკას წიტაიშვილის დამატება სურს

სოფიის ცსკა საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „გრანადას“ ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ ბულგარული გამოცემა „მატჩ ტელეგრაფი“ წერს.

ბულგარულმა გრანდმა 1,5-მილიონიანი შეთავაზება გაუგზავნა კიევის „დინამოს“, რომელსაც წიტაიშვილი „გრანადაში“ ჰყავს განათხოვრებული. გარდა ამისა, ბულგარული მედიის ინფორმაციით, სოფიის ცსკამ წიტაიშვილის ხელფასის სახით წელიწადში 600 000 ევრო შესთავაზა.

გამოცემა „მატჩ ტელეგრაფი“ წერს, რომ ამჟამად „გრანადაში“ წიტაიშვილის ხელფასი გაცილებით დაბალია. არსებული ინფორმაციით, ცსკა-ს სკაუტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ესპანეთში გიორგის მატჩების სანახავად და მისი გადაბირებით ძალიან არის დაინტერესებული ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი, ალექსანდრ ტომაში.

„მატჩ ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ წიტაიშვილის აგენტმა ცსკა-სთან დაკავშირებით ბულგარელ ექსფეხბურთელთან, სტანიმირ სტოილოვთანაც ისაუბრა და „არმიელების“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს იჯარით „ვისლაში“, „ლეხში“ და ბათუმის „დინამოში“ უთამაშია, ხოლო „გრანადაში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. ლა ლიგა 2-ში გამართულ 17 მატჩში 24 წლის ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

ცნობისთვის, 19 ტურის შემდეგ სოფიის ცსკა 26 ქულით ბულგარეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა (16-დან) და ლიდერ „ლუდოგორეცს“ 27 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი არ არის“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი არ არის“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე