ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი არ არის“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, რაფაელე აურიემამ „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ქართველმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოს. ჟურნალისტის მტკიცებით, კვარაცხელია რთულ მდგომარეობაშია.

რა თქვა აურიემამ:

„კვარა თუ ნერეში? კონტე რთული არჩევანის წინაშე იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო: წლის დასაწყისში მან საჯაროდ განაცხადა კვარას შენარჩუნების სურვილზე. კონტემ თავის წარდგენაზე თქვა: „კვარაცხელია აქედან არ წავა“ და სავარაუდოდ, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ დააფრთხო ზოგი პოტენციური მყიდველი“.

„მყიდველმა იფიქრა: „თუ კონტე ამბობს, რომ კვარა არსად წავა, ეს ნიშნავს, რომ კვარას ფასი დაიწევს, თუ ის თამაშს გააგრძელებს“. თუ „ნაპოლის“ უნდა, რომ კვარაცხელიას მაღალი ფასი შეინარჩუნოს, მან არ უნდა ითამაშოს, რადგან ბევრი თამაში მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ კვარა რთულ სიტუაციაშია - სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი არ არის. როცა გყავს ნერეში, ჯობია ის თამაშო. არის ასევე პოლიტანო, რომელიც შედეგიანობით ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა“.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად „ვენეციასთან“ თამაშში გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა.

ქართველ ფეხბურთელს შანსები ჰქონდა, მაგრამ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა და „ნაპოლიმ“ მისი გასვლის შემდეგ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კრიზისში იმყოფება“ | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
„კრიზისში იმყოფება“ | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე