გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ლიონმა მოთხოვნა გაზარდა | ბოლო ცნობები მიქაუტაძესა და გალათასარაიზე

„ლიონის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე კლუბის რადარზე იმყოფება. ბოლო პერიოდში, ყველაზე აქტიურად „გალათასარაის“ ინტერესზე იწერება და რამდენიმე წუთის წინ, Fanatik-მა „ლომების“ გეგმებთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ავტორიტეტული თურქული გამოცემა ირწმუნება, რომ „ლიონმა“ სატრანსფერო თანხა გაზარდა. აქამდე, ფრანგული კლუბი თანახმა იყო, მიქაუტაძე 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაეშვა, ახლა კი 5 მილიონით მეტის მიღება სურს.

„ლიონის“ გაზრდილმა მოთხოვნამ „გალათასარაის“ ზომების მიღება აიძულა. Fanatik-ის მიხედვით, „ლომებმა“ ფრანგულ კლუბთან შეხვედრა ჩანიშნეს, რომელიც ამ კვირაში გაიმართება და თუ საერთო ენა არ გამოინახა, მიქაუტაძის სატრანსფერო საგას წერტილი დაესმება. „გალას“ ალტერნატიული ვარიანტი უკვე შერჩეული ჰყავს და პაულო დიბალას გადაყვანაზე ფიქრობს.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბნელი ენერგია აქვს, მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია“ - თოფურია კონორზე
„ბნელი ენერგია აქვს, მსგავსი რამ არასდროს მიგრძვნია“ - თოფურია კონორზე