2025 წელს მაკგრეგორი კრივის წესებით იჩხუბებს - ცნობილია მეტოქეც
ორ სხვადასხვა წონით დივიზიონში UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი 2025 წელს კრივის წესებით ამერიკელ რესლერსა და ბლოგერს, ლოგან პოლს დაუპირისპირდება. ინფორმაციას ამის შესახებ Fightbook MMA-ი ავრცელებს.
ღონისძიების ორგანიზატორი ინდოელი ბიზნესმენის, მუკეშ ამბანის ოჯახია. მაკგრეგორისა და პოლის დაპირისპირება მუმბაიში, კრიკეტის სტადიონზე გაიმართება. როგორც მაკგრეგორის, ისე პოლის ჰონორარი 250-250 მილიონი დოლარი იქნება.
მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-9 ადგილზეა, მისი ქონება 120 მილიარდ დოლარად ფასდება. ამბანის ოჯახის ბიზნესი ტელეკომუნიკაციების, ნავთობისა და სპორტის სფეროებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორმა ბოლოს UFC-ში ბოლოს 2021 წელს იასპარეზა და დასტინ პორიესთან წააგო. კონორი მაიკლ ჩენდლერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს ორთაბრძოლა არ გაიმართა.