მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„ჰგონია ხელშეუხებელია, თავმდაბალს გავხდი“ | მერაბმა უმართან ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ მოახლოებულ ჩხუბზე ილაპარაკა, რომელსაც უმარ ნურმაგომედოვთან გამართავს და განაცხადა, რომ აპირებს, ის თავმდაბალი გახადოს.

„უმარი რთული მეტოქეა. კარგი მებრძოლია და ხაბიბ ნურმაგომედოვის ოჯახის წარმომადგენელი გახლავთ. ჩემთვის დიდი მოვლენა იქნება, მისი წაგებების გრაფაში ნულის მაგივრად, ერთიანი ჩავწერო. ვფიქრობ, ბევრს ნიშნავს, რომ საჩემპიონო ქამრის მოგებიდან 4 თვეში ვბრუნდები, მაგრამ უმარს რამადანის დროს ჩხუბი არ უნდოდა და არა უშავს, ეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არაა.

უმართან ორთაბრძოლისთვის თავდაუზოგავად ვმუშაობ. ჩხუბის დღეს, მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ეს ბიჭი თავმდაბალი გავხადო და დავამარცხო. უმარი საკუთარ თავში ზედმეტადაა დარწმუნებული და ისე იქცევა, თითქოს ხელშეუხებელია და მასთან ჩხუბი არავის უნდა. ვაჩვენებ, საჩემპიონო დონე როგორია.

რამდენიმე თვის წინ, მას პირადად შევხვდი. მეგობრული დიალოგი მქონდა და მის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინე. უმარმა მითხრა, ასაკში ხარ და ახლა ჩემი დროაო, რაზეც გაკვირვებულმა ვუპასუხე, რას ამბობ-მეთქი. ასაკში თუ ვარ, ე.ი დიდი ხანია აქ ვარ და გამოცდილება ჩემს მხარესაა. მინდა, ვაჩვენო დონეებს შორის რა განსხვავებაა. უმარი კარგი მებრძოლია, მაგრამ მინდა, თავმდაბალი გავხადო. მინდა, მის ფანებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემში ეჭვი ეპარებათ, ვაჩვენო განსხვავებები“.

დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. ცნობისთვის, MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ბრძოლების შემდეგ დიდი სიძულვილი წამოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან რთულია“ - მერაბ დვალიშვილი
„ბოლო ბრძოლების შემდეგ დიდი სიძულვილი წამოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან რთულია“ - მერაბ დვალიშვილი