ნიკოლა იოკიჩი, რასელ უესტბრუკი
Aa
Aa

მესამე, ვინც ეს გააკეთა | უესტბრუკის ისტორიული მატჩი და შეუდარებელი იოკიჩი

„დენვერ ნაგეთსმა“ NBA-ის მიმდინარე რეგულარულ სეზონში, მე-18 გამარჯვება იზეიმა. კოლორადოელები სტუმრად დასავლეთ კონფერენციის ბოლოადგილოსანს, „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდნენ და 132:121 იმარჯვეს.

„დენვერის“ რიგებში შეუდარებელი იყო ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც მატჩი 36 ქულით, 22 მოხსნით, 11 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა. „ჯოკერმა“ მინიმუმ 30-ქულიანი, 20-მოხსნიანი და 10-ასისტიანი მატჩების რაოდენობით, ლეგენდარულ ელჯინ ბეილორს გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

იოკიჩის გარდა, ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა რასელ უესტბრუკს. „ბროდიმ“ სამმაგი დუბლი გააკეთა და 16 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა გაიფორმა. უესტბრუკმა ტრიპლ დაბლი ისე შეასრულა, მეტოქის კალათისთვის ბურთი არ აუცილებია (7-დან 7 ორიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და დაკარგვა არ ჰქონია. 100-პროცენტიანი შედეგითა და 0 დაკარგვით სამმაგი დუბლი NBA-ისტორიაში მხოლოდ დომანტას საბონისსა და ზემოთ ხსენებულ იოკიჩს გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, „დენვერი“ დასავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრა 2 იანვარს ელის. „ნაგეთსი“ „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Transfermarkt-ზე ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
Transfermarkt-ზე ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა