დანი ოლმო
Aa
Aa

ისევ უარი - ბარსელონა ოლმოს ვერ არეგისტრირებს

დანი ოლმოს რეგისტრაციაზე „ბარსელონას“ შესაბამისმა ორგანოებმა უარი კიდევ ერთხელ უთხრეს. პრობლემები, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო წლებში მხოლოდ კატალონიურ გრანდს ექმნება, თავის დროზე „ბლაუგრანას“ ყოფილი პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს გატარებული უაზრო სატრანსფერო პოლიტიკის შედეგია, რომელიც სახელფასო ჭერზე გარკვეული ზღვარის დაწესების პრინციპებს ოდნავადაც არ იცავდა.

კიდევ ერთი, რიგით მეორე უარის შემდეგ, „ბარსას“ ამჟამინდელი მმართველი ჟოან ლაპორტა იძულებულია ის გეგმა B აამუშავოს, რომლის შესახებაც ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ის აპირებს, გუნდის VIP ადგილები კატარულ კომპანიებს 120 მილიონ ევროდ მიყიდოს, რაც შექმნილ პრობლემებს მთლიანად მოაგვარებს. დრო ჯერ კიდევ არის, თუმცა ოლმოს გარდა, „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორი ფორვარდის პაუ ვიქტორის განაცხადში შეყვანასაც ითხოვს, რომლის დარეგისტრირებაც ასევე პრობლემად იქცა.

შეგახსენებთ, რომ არსებული რეგულაციების თანახმად, თუ კატალონიელები ოლმოს განაცხადში შეყვანას ვერ შეძლებენ, ესპანელ ნახევარმცველს თავისუფალი აგენტის სტატუსით კლუბის დატოვება შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტოპ 5 ლიგის სიმბოლური ნაკრები | Goal.com-ის რეიტინგი
ტოპ 5 ლიგის სიმბოლური ნაკრები | Goal.com-ის რეიტინგი