„ჩემი გადაწყვეტილება ყველაზე მეტად ალჯოს გაუკვირდა, მაგრამ...“ - მერაბი უმართან ბრძოლაზე
მერაბ დვალიშვილმა ESPN MMA-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლის ჩანიშვნამ ბევრი ადამიანი გააკვირვა, მათ შორის ერთ-ერთი კი მისი უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი იყო.
რას ამბობს მერაბი:
„ალჯო ცოტათი შოკირებული იყო, მითხრა - „რატომ იღებ ამას ასე ნაადრევად? შენ კარგი მოსამზადებელი ბანაკი უნდა გაიარო...“ ამ პერიოდში ის თავისი ბრძოლის კვირეულში იყო, რის გამოც, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ არ მითქვამს“.
„ამას არავის ვეუბნები, რადგან ალჯო თავის გადაწყვეტილებებს იღებს, მე კი ჩემსას. ამაზე არასდროს ვსაუბრობთ, მაგრამ მეგობრები ვართ და ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ“.
„ჩემი გადაწყვეტილებით კრის ვეიდმანიც გაკვირვებული იყო. ეს მცირეხნიანი პერიოდი ავიღე, გრძელი მოსამზადებელი ეტაპის გარეშე. როდესაც ჩემპიონი ხარ, უფრო ჭკვიანურად უნდა იმოქმედო. ერთია, როდესაც ჩემპიონი ხარ და მეორეა, როდესაც ტიტული ზედმეტი რისკების გარეშე უნდა დაიცვა“.
„მაგრამ ამ გამოწვევის მიღება მომწონს. მსურს, ხალხს და UFC-ის მივცე, რაც მათ სურთ, დავიღალე უმარის უპატივცემულო განცხადებების მოსმენით“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი სექტემბერში, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ გახდა, ჩემპიონის ქამარს კი 18 იანვარს, UFC 312-ზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.