Transfermarkt-ზე ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
Transfermarkt-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „უოტფორდის“ ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა.
კერძოდ, ჩაკვეს ფასი ბოლოს 24 მაისს განახლდა და 2,5 მილიონი ევრო იყო, ახლა კი მისი ღირებულება 4 მილიონი ევრო გახდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, 25 წლის შემტევმა „უოტფორდის“ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
„კარდიფთან“ მარცხის შემდეგ, 37 ქულის მქონე „უოტფორდი“ ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა.
მომდევნო, 25-ე ტურში ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ ითამაშებენ და შეხვედრა 1 იანვარს, თბილისის დროით, 16:30 საათზე დაიწყება.