შონ ომალი
Aa
Aa

სანამ ოქტაგონზე დაბრუნდება - ომალის პანღური იაპონელს

სექტემბერში მერაბ დვალიშვილთან დამარცხებით დაკარგული სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტულის გამო, შონ ომალი ძველებურად აღარ ნერვიულობს და იქამდე სანამ ოქტაგონს დაუბრუნდება, თავისუფალ დროს ნაყოფიერად იყენებს. ამჟამად ამერიკელი მებრძოლი ერთ-ერთი კომერციული ღონისძიების ფარგლებში იაპონიაში იმყოფება და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობს.

ერთ-ერთი შეხვედრისას კურიოზული ფაქტიც დაფიქსირდა - გადაცემაში სტუმრობისას, იქ დამსწრე იაპონელმა მოზარდმა ომალის სთხოვა საჯდომში მისი საფირმო დარტყმა მიეყენებინა, რაზეც „შუგამ„ უარი არ უთხრა და მომხდარმა დამსწრე საზოგადოება ძალიან გაამხიარულა. სხვათა შორის, სწორედ ამ ღონისძიების დამთავრების შემდეგ, შონმა საჯაროდ განაცხადა, რომ 2025 წლიდან სოციალური ქსელით აღარ ისარგებლებს, რადგან მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი მას ბევრ რამეში დროს უაზროდ აკარგვინებს.

შეგახსენებთ, რომ ომალიმ საჩემპიონო ქამარი UFC 292-ზე ალჯამეინ სტერლინგის დანოკაუტებით მოიპოვა, რის შემდეგაც ტიტული მარლონ ვერას დამარცხებით დაიცვა, თუმცა ქართველ „მანქანასთან“, მერაბ დვალიშვილთან ვერაფერს გახდა და პირველობა ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბოლო ბრძოლების შემდეგ დიდი სიძულვილი წამოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან რთულია“ - მერაბ დვალიშვილი
„ბოლო ბრძოლების შემდეგ დიდი სიძულვილი წამოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან რთულია“ - მერაბ დვალიშვილი