მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ბოლო ბრძოლების შემდეგ დიდი სიძულვილი წამოვიდა, რაც ჩემთვის ძალიან რთულია“ - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა ESPN MMA-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ შონ ომალისთან ჩხუბის შემდეგ გულშემატკივრებისგან მისი მისამართით დიდი აგრესია წავიდა.

რას ამბობს „მანქანა“:

„ბოლო რამდენიმე ჩხუბის შემდეგ დიდი ყურადღება მივიქციე. ხალხი მცნობს, მაგრამ ისინი ინსტაგრამსა და სხვა სოციალურ ქსელში ჩემი მისამართით დიდ სიძულვილს გამოხატავენ, რაც ჩემთვის ძალიან რთულია“.

„საუკეთესო გზა, რომ ამას ყურადღება უბრალოდ არ მივაქციო და დაკავებული ვიყო, ჩხუბებია, რომლისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ კონორ მაკგრეგორი ვარ, ბევრი დრამა მოდის ისევე როგორც ჯონ ჯონსთან იყო, ასეთივე დრამები იყო მაიკ ტაისონთანაც, მაგრამ ეს ყველაფერი კარგია“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი სექტემბერში, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ გახდა, ჩემპიონის ქამარს კი 18 იანვარს, UFC 312-ზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი გეგმა მქონდა, საშობაოდ ილიასთან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მერაბი საჩემპიონო ბრძოლაზე
„ბევრი გეგმა მქონდა, საშობაოდ ილიასთან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მერაბი საჩემპიონო ბრძოლაზე