გოგა ბითაძე
Aa
Aa

კარიერის მატჩი - ტრისტანს გაბრწყინებაში ბითაძე დაეხმარა

„ორლანდოსა“ და „ბრუკლინს“ შორის გუშინ გამართული მატჩი ემოციებითა და დაძაბულობით სავსე გამოდგა, რომელშიც „მეჯიქმა“ ადგილობრივი პუბლიკის წინაშე პატარა სასწაული ჩაიდინა და საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა. გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ, თუმცა საჭირო დროს მობილიზება შეძლეს და საბოლოოდ 102:101 გაიმარჯვეს.

შედეგიანობის თვალსაზრისით თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში გოგას „ორლანდოს“ კალათბურთელებიდან მხოლოდ ტომასი სჯობდა, თუმცა საბოლოოდ მისი გადასწრება გერმანელმა ლეგიონერმა ტრისტან და სილვამაც შეძლო, რომელმაც კარიერის ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და 21 ქულასთან ერთად, 6 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბოლო ორი სამიანის დროს და სილვას სივრცე სწორედ ქართველმა გაუნთავისუფლა და არაჩვეულებრივი პასი მიაწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარი ინდივიდუალიზმის გარდა, მის სათამაშო აზროვნებაში გუნდურობასაც დიდი ადგილი უკავია.

შეგახსენებთ, რომ 20 მოგებითა და 14 წაგებით „მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას გოგა და მისი თანაგუნდელები „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით, 2 იანვარს, გამთენიისას, 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მე-7 ორმაგი ბოლო 9 შეხვედრაში - ფენომენალური ბითაძე და ორლანდოს ქამბექი
მე-7 ორმაგი ბოლო 9 შეხვედრაში - ფენომენალური ბითაძე და ორლანდოს ქამბექი