მარიო რუი
Aa
Aa

ნაპოლიმ მარიო რუისთან კონტრაქტი გაწყვიტა

მარიო რუი „ნაპოლის“ ფეხბურთელი აღარ არის. პორტუგალიელმა მცველმა და ნეაპოლურმა კლუბმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტეს.

გასული სეზონის განმავლობაში 33 წლის ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა, თუმცა მიმდინარე სეზონზე, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, მას 1 წუთიც კი არ უთამაშია, რადგან ახალი მწვრთნელმა ის განაცხადიდან ამოიღო.

რუის „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ორივე მხარე მის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე შეთანხმდა, რაც რუის საშუალებას აძლევს თავისუფალი აგენტის სტატუსით, სხვა კლუბში გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ მარიო რუი „ნაპოლიში“ 2017 წელს გადავიდა და საერთო ჯამში ყველა ტურნირზე 227 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 3 გოლითა და 26 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნოველინო: კვარა „ნაპოლისთვის“ საკვანძო მოთამაშედ რჩება
ნოველინო: კვარა „ნაპოლისთვის“ საკვანძო მოთამაშედ რჩება