სერჟიო კონსეისაუ
Aa
Aa

მილანს ისევ პორტუგალიელი მოამზადებს - ფონსეკა კონსეისაუმ შეცვალა

დღეს დილით პოსტიდან განთავისუფლებული პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას შემცვლელი „მილანის“ ხელმძღვანელებმა მალევე იპოვეს და კონტრაქტი მის თანამემამულე სერჟიო კონსეისაუსთან გააფორმეს. ამ უკანასკნელთან ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდება, თუმცა მასში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუ მხარეები თანამშრომლობით კმაყოფილები დარჩებიან, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება.

ფონსეკა როსონერიში ამ სეზონის დაწყებამდე, 2024 წლის 1 ივლისს მივიდა და მისი ხელმძღვანელობით ყველა ტურნირზე ჩატარებული 24 მატჩიდან კლუბმა 12 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 6 წააგო. მისი მწვრთნელობისას შავ-წითლები სკუდეტოსთვის ბრძოლას პრაქტიკულად ჩამოშორდნენ და „ატალანტა“ – „ნაპოლის“ ლიდერთა დუეტს 14 ქულით ჩამორჩებიან.

„მილანის“ ახალი დამრიგებელი სერჟიო კონსეისაუ წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გახლდათ და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 2002 წლის მუნდიალზე პორტუგალიის ნაკრების ნახევარდაცვის საკვანძო ფიგურა იყო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში კი „პორტუში“ მუშაობით გაითქვა, რომელსაც 2017-2024 წლებში 3-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი, 4-ჯერ ქვეყნის თასი და ერთხელ ქვეყნის ლიგის თასი მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კრიზისში იმყოფება“ | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
„კრიზისში იმყოფება“ | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე