ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნოველინო: კვარა „ნაპოლისთვის“ საკვანძო მოთამაშედ რჩება

ვალტერ ნოველინომ, რომელიც „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელია და 1999-00 წლებში „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი იყო, 1 Station Radio-სთან ინტერვიუში, ყოფილ გუნდზე და ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, „ნაპოლის“ სკუდეტოს მოგება შეუძლია და კონტეს გუნდის გარდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა „ინტერსა“ და „ატალანტასაც“ შეუძლიათ.

„კვარაცხელია სერიოზული ტრავმის შემდეგ ბრუნდება. მეტოქეები მას კარგად იცნობენ და ხშირად 2 ფეხბურთელი თამაშობს მის წინააღმდეგ, მაგრამ კვარა „ნაპოლისთვის“ საკვანძო მოთამაშედ რჩება. მისი კლასი უდავოა და მე არასდროს ვთხოვდი მას უარი ეთქვა თავის თამაშზე, მაშინაც კი, თუ ის ხანდახან პროგნოზირებადია. ის არის მოთამაშე, რომელიც განსხვავებას ქმნის“, - თქვა ნოველინომ.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად „ვენეციასთან“ თამაშში გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა.

ქართველ ფეხბურთელს შანსები ჰქონდა, მაგრამ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა და „ნაპოლიმ“ მისი გასვლის შემდეგ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს შეცვლა აიძულა“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს
„კონტეს შეცვლა აიძულა“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს