მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ჩემს დივიზიონში მასთან გამარჯვება მაკლია - დვალიშვილი უმართან ჩხუბზე

რაც უფრო ახლოვდება UFC 311-ზე გასამართი სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის შესანარჩუნებელი ჩხუბი მერაბ დვალიშვილსა და უმარ ნურმაგომედოვს შორის, აჟიოტაჟი მით უფრო იზრდება. დაღესტნელი მებრძოლი როგორც პრესის საშუალებით, ასევე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, თუმცა ბოლო პერიოდში ქართველი „მანქანაც“ გააქტიურდა და მომავალ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა.

რას ამბობს დვალიშვილი

ჩემი მომავალი მოწინააღმდეგე ხაბიბ ნურმაგომედოვის ოჯახის წარმომადგენელია, რომელმაც კარიერა დაუმარცხებლად დაასრულა. უმარს ჰყავს კიდევ ერთი ძმა, რომელიც ოქტაგონიდან წაგებული ასევე არასდროს გამოსულა. ასე რომ, ჩემი მხრიდან ამ შეხვედრის მოგება უდიდესი მიღწევა და ნურმაგომედოვების ოჯახისთვის ზიანის მომტანი დარტყმა იქნება. UFC-ში რამდენიმე ღირებული შეხვედრა უკვე მოვიგე, მაგრამ ამ დივიზიონში უმარი მგონი ერთადერთი, რომელთანაც არ გამიმარჯვია და ამის დროც მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა UFC-ის საჩემპიონო ქამარი 15 სექტემბერს შონ ომალის ძლევით მოიპოვა და ქართველ მებრძოლს ზურგს 11-ბრძოლიანი წაუგებელი სერია უმაგრებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი გეგმა მქონდა, საშობაოდ ილიასთან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მერაბი საჩემპიონო ბრძოლაზე
„ბევრი გეგმა მქონდა, საშობაოდ ილიასთან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მერაბი საჩემპიონო ბრძოლაზე