დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

2024 წლის გუნდი | დავით ნინიაშვილი Daily Mail-ის რჩეულთა შორის

კრის ფოი რაგბის ყოფილი მსაჯია, რომელიც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემისთვის, Daily Mail-ისთვის სტატიებს წერს. ამჯერად, ფოიმ 2024 წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა და ტოპ 15-ში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წარმომადგენელს, დავით ნინიაშვილს ვხედავთ.

„მრავალგანზომილებიანი ტალანტი, რომელიც სისწრაფით, ფინიშინგით, დარტყმებითა და მებრძოლი სულით ევროპულ რაგბიში კაშკაშებდა და საქართველოს ნაკრებს ეხმარებოდა, ამ სპორტში არსებული იერარქიისთვის საფრთხე შეექმნა“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

ნინიაშვილის გარდა, ტოპ 15-ში მოხვდნენ: უილ ჯორდანი (ახალი ზელანდია), ტომაზო მენონჩელო (იტალია), ჯოსუა ტუისოვა (ფიჯი), დუჰან ვან დერ მერვე (შოტლანდია), ფინ რასელი (შოტლანდია), ანტუან დუპონი (საფრანგეთი), ოქს ნჩე (სამხრეთ აფრიკა), დენ შიჰანი (ირლანდია), ტომას დუ ტუა (სამხრეთ აფრიკა), ებენ ეტცებეტი (სამხრეთ აფრიკა), ტად ბეირნი (ირლანდია), უოლას სიტიტი (ახალი ზელანდია), პიტერ-სტეფ დუ ტუა (სამხრეთ აფრიკა), ხუან მარტინ გონსალესი (არგენტინა).

შეგახსენებთ, რომ ნინიაშვილი საფრანგეთის ტოპ 14-ში ასპარეზობს და „ლიონის“ ღირსებას იცავს. უცხოურ პრესაში იწერება, რომ ქართველი მორაგბის გადაბირებით ევროპული გრანდები ინტერესდებიან და სხვადასხვა დროს, „ტულუზას“, „ტულონისა“ და „ლა როშელის“ ვარიანტები გაჟღერდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იქნებიან თუ არა ილია და მერაბი ჩემპიონები 2025 წლის ბოლოს | ბისპინგის პროგნოზი
იქნებიან თუ არა ილია და მერაბი ჩემპიონები 2025 წლის ბოლოს | ბისპინგის პროგნოზი