ინდივიდუალურად ვარჯიშობს | მამარდაშვილი რეალთან გამოირიცხა?
გიორგი მამარდაშვილი სარეაბილიტაციო კურსის გავლას განაგრძობს. ქართველი მეკარის გუნდი მომდევნო შეხვედრას თბილისის დროით, 4 იანვარს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს და ესპანური პრესის ინფორმაციით, „სამეფო კლუბთან“ „მამარდას“ თამაში საეჭვოა.
Comuniate-ს მიხედვით, მამარდაშვილმა დღესაც ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და გამორიცხულია, პარასკევს ჩანიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ოდნავ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს Onda Deportiva Valencia და წერს, რომ „მამარდას“ თაობაზე კლუბის ექიმებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა დეკემბრის დასაწყისში მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, წლის ბოლომდე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, ქართველი მეკარის სარეაბილიტაციო პროცესი გაურკვეველი დროით ჭიანურდება.
სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, „ვალენსია“ რთულ მდგომარეობაში იმყოფება. „ღამურებს“ 12 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან. ახლახან, კლუბმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და რუბენ ბარახას ნაცვლად კარლოს კორბერანი დანიშნა.