გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გალათასარაი დიბალაზე გადაერთო? | რას წერენ თურქულ პრესაში მიქაუტაძეზე

გიორგი მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებით, თურქულ პრესაში ორი ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით „გალათასარაი“ სერიოზულად ინტერესდებოდა, მაგრამ შესაძლოა, აქცენტი სხვა მოთამაშეზე გადაიტანოს.

ავტორიტეტული გამოცემის, Milliyet-ის მიხედვით, „გალას“ ყურადღების ცენტრში პაულო დიბალაა მოქცეული. არგენტინელ ფეხბურთელს „გალათასარაის“ ადრეც უკავშირებდნენ და მას შემდეგ, რაც თურქულმა კლუბმა „ლიონს“ წინადადებით მიმართა და უარი მიიღო, გადაწყვიტა, ერთ-ერთ ვარიანტად დიბალაზე გადართვას განიხილავს.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს „გალასთან“ დაახლოებული ჟურნალისტი ქაგან დურსუნი. მისი თქმით, კლუბი მიქაუტაძის გადასაბირებლად ბოლომდე იბრძოლებს და იგეგმება, „ლიონს“ გაუმჯობესებული წინადადება გაუგზავნონ. საუბარია, იანვარში გადასახდელი თანხის გაზრდაზე. „გალას“ შეთავაზება 18 მილიონი ევროს ოდენობის იყო, რომლიდანაც 10 ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა დაფარულიყო, რაზეც „ლიონმა“ უარი განაცხადა.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. „გალათასარაის“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი „მარსელს“, „ლევერკუზენს“, „ევერტონს“, „იუვენტუსს“, „ბოლონიასა“ და „რომას“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იქნებიან თუ არა ილია და მერაბი ჩემპიონები 2025 წლის ბოლოს | ბისპინგის პროგნოზი
იქნებიან თუ არა ილია და მერაბი ჩემპიონები 2025 წლის ბოლოს | ბისპინგის პროგნოზი