პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი, ნუნუ მენდეში, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმს ნუნუ მენდეში სურს - იუნაიტედმა პსჟ-ს ოფიციალურად მიმართა

რუბენ ამორიმის დანიშვნის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი პირველი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.

პორტუგალიელი სპეციალისტის მოთხოვნით, წითელმა ეშმაკებმა ოფიციალური წინადადებით ნუნუ მენდეშთან დაკავშირებით, პარი სენ ჟერმენს მიმართეს.

ინფორმაციას RMC Sport ავრცელებს და გვამცნობს, რომ პორტუგალიელ უკანახაზელს ფრანგულ გუნდში თამაში აღარ სურს და იუნაიტედში გადაბარგებაზე სერიოზულად ფიქრობს.

მენდეშის უკმაყოფილება სათამაშო წუთების ნაკლებობამ გამოიწვია. ამის ფონზე კი მას მთავარ მწვრთნელთან ლუის ენრიკესთან უსიამოვნო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

მენდეშმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩი ჩაატარა, თუმცა საფრანგეთის ლიგა 1-ში შესაძლო 16 შეხვედრიდან 9-ში მიიღო მონაწილეობა.

ჯერჯერობით უცნობია პარი სენ ჟერმენის პასუხი. მანჩესტერს ნუნუს გადაბირება 2025 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს. შეგახსენებთ, მენდეში პარიზულ გრანდში 2022 წლიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 99 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“ძალიან შორს ვართ“ - სალაჰი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე
“ძალიან შორს ვართ“ - სალაჰი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე