“მონუმენტური თაღლითი“ - გულშემატკივრებმა გრილიში მიწასთან გაასწორეს
მიმდინარე სეზონში მანჩესტერ სიტი საშინელ ფორმაშია. ამის პარალელურად არც ჯეკ გრილიში ბრწყინავს.
ინგლისელ შემტევზე პეპ გუარდიოლა და გულშემატკივრები ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში ჯეკი საშინელ მდგომარეობაშია.
მანჩესტერ სიტის ქომაგებმა მას „მონუმენტური თაღლითი“ უწოდეს. ისინი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლნენ და გრილიშის ტვიტერის გვერდი „დაბომბეს“..
„100 მილიონიანი მოთამაშისთვის ეს ყველაფერი მიუტევებელია.“
„სიტყვა ფლოპიც კი რბილი ნათქვამია“
„ინვესტიციის შესანიშნავი ანაზღაურება“
„მანჩესტერ სიტის დონის არ ხარ“
„ჯობს გაყიდონ და მასში აღებული ფულით სხვა ფეხბურთელები იყიდონ“
ეს იმ მცირე კომენტარების ჩამონათვალია, რომლებიც გრილიშს სოციალურ ქსელში დაუწერეს. გეტყვით, რომ 29 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.