“ძალიან შორს ვართ“ - სალაჰი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე
მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰი შესანიშნავ ფორმაშია და ლივერპულის გულშემატკივრები მისით აღფრთოვანებულები არიან, თუმცა მათ ნერვიულობის საფუძველი მაინც აქვთ.
ეგვიპტელ სუპერვარსკვლავს მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება. ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფარაონი ხელშეკრულების განახლებას დათანხმდა, თუმცა, როგორც ჩანს ყველაფერი ასე მარტივად არის.
New York Times-ის დღევანდელი გამოშვება სწორედ სალაჰის სიტუაციას ეთმობა და გარეკანზე მისი ციტატაა გამოტანილი.
„ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ“ - სალაჰმა ამით იგულისხმა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი დღის წესრიგში არ დგას და მთავარი მოლაპარაკებები წინ არის.
მოჰამედის გადაბირება საუდის არაბეთის კლუბებს სურთ და ხელფასის სახით მას ასტრონომიულ თანხებს სთავაზობენ. სწორედ ამიტომ ფიქრობს ფარაონი ლივერპულის დატოვებას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში სალაჰმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი პრემიერ ლიგური სტატისტიკა - 18 მატჩი, 17 გოლი, 13 საგოლე პასი.