ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ვინისიუს ჟუნიორი, ლამინ იამალი
Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | Transfermarkt-ის რეიტინგი

სამენეჯერო სააგენტომ Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი განაახლა და ტოპ 3-ში ცვლილებები შემოგვთავაზა. კილიან მბაპემ საუკეთესო სამეულში ადგილი დაკარგა და მისი პოზიცია ლამინ იამალმა დაიკავა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები კვლავინდებურად ერლინგ ჰოლანდი და ვინისიუს ჟუნიორი არიან. Transfermarkt-ზე მათი ფასი 200 მილიონი ევროა. „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ წარმომადგენლების შემდეგ, ლამინ იამალს ვხედავთ - 180 მილიონი. იგივე ფასი აქვს ჯუდ ბელინგემს.

მბაპეს ფასმა, ბოლო მონაცემებით, 20 მილიონით მოიკლო და 160-მდე ჩამოვიდა. კილიანი მეხუთე პოზიციას იკავებს. მას ბუკაიო საკა (150 მილიონი), ფლორიან ვირცი (140 მილიონი), ჯამალ მუსიალა (140 მილიონი), ფილ ფოდენი (140 მილიონი) და კოულ პალმერი მოჰყვებიან (130 მილიონი).

მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის საქართველოს ნაკრების წარმომადგენელსაც ვხედავთ. ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 85 მილიონია და „კვარა“ მე-19 ადგილზეა. ქართველი გარემარბის ფასი 5 მილიონით გაიზარდა.

საინტერესოა, რომ ცვლილებების შედეგად, შემცირდა გიორგი მამარდაშვილის ღირებულება. ამ მომენტისთვის, „მამარდას“ ფასი 40 მილიონია, თუმცა, გიორგი კვლავინდებურად ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა, რადგან დიოგუ კოშტას ფასმაც დაიკლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარი ყველა კომპონენტში უკეთესია, მერაბი წააგებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
„უმარი ყველა კომპონენტში უკეთესია, მერაბი წააგებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი