იქნებიან თუ არა ილია და მერაბი ჩემპიონები 2025 წლის ბოლოს | ბისპინგის პროგნოზი
UFC-ის ლეგენდამ, მაიკლ ბისპინგმა დაასახელა მებრძოლები, რომლებიც მისი აზრით, 2025 წლის ბოლოსკენაც საჩემპიონო ქამრების მფლობელები იქნებიან. MMA-ის ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს საკითხი უაღრესად აქტუალურია, რადგან ამ მომენტისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამარს ორი ქართველი მებრძოლი ფლობს.
ბისპინგი ვარაუდობს, რომ ტიტულს არც ერთი მათგანი დაკარგავს. ლენგედარული ინგლისელის მიხედვით, მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვს დაამარცხებს და 2025 წელს ჩემპიონის სტატუსით ჩაამთავრებს. იმავეს გაიმეორებს ილია თოფურიაც, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობს.
სხვა წონებს რაც შეეხება, ბისპინგის აზრით, ვითარება შეიცვლება საშუალო წონით დივიზიონში და ახალი ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი გახდება. ასევე, გვეყოლება ახალი ჩემპიონი მძიმე წონაში და ჯონ ჯონსის ნაცვლად, ნომერ პირველის სტატუსს ტომ ასპინალი დაისაკუთრებს, სხვაგან კი ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის ორთაბრძოლა იანვარშია ჩანიშნული, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქის ვინაობა კი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ილიას ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან ჩაუნიშნავენ ორთაბრძოლას.