მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ლუკ როკჰოლდი
Aa
Aa

„უმარი ყველა კომპონენტში უკეთესია, მერაბი წააგებს“ | UFC-ის ყოფილი ჩემპიონი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ლუკ როკჰოლდი დარწმუნებულია, რომ მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს ვერ დაიცავს. „მანქანის“ მომდევნო მეტოქე უმარ ნურმაგომედოვია და როკჰოლდი თვლის, რომ სუპერ მსუბუქ წონას ახალი მეფე ეყოლება.

„მერაბი შეუპოვარი ბიჭია და მის წინააღმდეგ ჩხუბი რთულია, მაგრამ უმარს შეუძლია, დვალიშვილი ყველგან დაამარცხოს. ნურმაგომედოვს სტრაიკინგში უპირატესობა აქვს და როცა მერაბი თეიქდაუნის განხორციელებას შეეცდება, უმარს შეუძლია, კონტრშეტევაზე გადავიდეს და ზურგი აუღოს.

გეუბნებით, უმარი ყველა კომპონენტში უკეთესია. ერთი შეხედვით ჩანს, რომ დვალიშვილი მისთვის რთული მეტოქეა, მაგრამ რომ ჩაუღრმავდეთ მიხვდებით, რომ უმარი სტრაიკინგში აჯობებს, რის შემდეგაც, მერაბი თეიქდაუნის შესრულებას შეეცდება. უმარი კონტრშეტევაზე გადავა, დომინანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ფეხზე წამოდგება. ამ ჩხუბის სხვა განვითარებას ვერ ვხედავ და მგონია, რომ დვალიშვილს შანსი არ აქვს“.

ცნობისთვის, როკჰოლდმა საჩემპიონო ქამარი 2015 წელს, კრის უაიდმენის დამარცხებით მოიპოვა, მოგვიანებით კი, მაიკლ ბისპინგთან იჩხუბა და ჩემპიონობა დათმო. მერაბსა და უმარს რაც შეეხებათ, მათ ორთაბრძოლას 2025 წელს, თბილისის დროით, 19 იანვარს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - ჩაკვეტაძე კარდიფთან მატჩზე
„გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - ჩაკვეტაძე კარდიფთან მატჩზე