„კრიზისში იმყოფება“ | რას ამბობს ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
იტალიელმა ჟურნალისტმა, უმბერტო კიარიელომ „ნაპოლისა“ და „ვენეციას“ შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 1:0 მოიგო. კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი კრიზისში იმყოფება.
„ნაპოლი სერია A-ს საშუალო და პატარა კლუბებს აკონტროლებს და მათთან 13-დან 13-ჯერ იმარჯვა. უმეტეს შემთხვევაში, ერთბურთიანი უპირატესობა საკმარისია, მაგრამ ვენეციასთან, პარტენოპეის პრობლემები ჰქონდა და გუნდი ალექს მერეტმა გადაარჩინა.
ვენეციასთან მატჩში, ხვიჩა კვარაცხელია გაუჩინარდა. კვარა გრძნობს, რომ მას ეჭვქვეშ აყენებენ და არის ფეხბურთელი, რომელიც ამ მომენტისთვის, პერსონალურ კრიზისში იმყოფება. მაშინ, როცა დავიდ ნერეშს, რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენო, გუნდისთვის ყოველთვის სარგებელი მოაქვს და ეს გოლიც მისი დამსახურება იყო“.
შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს შანსები ჰქონდა, მაგრამ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა და „ნაპოლიმ“ მისი გასვლის შემდეგ გაიტანა.