გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„გატანილი გოლით ბედნიერი ვარ, მაგრამ...“ - ჩაკვეტაძე კარდიფთან მატჩზე

„უოტფორდის“ შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „კარდიფთან“ მარცხის შემდეგ გუნდის პრესსამსახურთან განვლილი მატჩი შეაფასა და წაგების მიზეზებზე ისაუბრა. ტომ კლევერლის გუნდი მეტოქესთან 1:2 დამარცხდა, „უოტფორდიდან“ კი ერთადერთი გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავდაპირველად გოლის ემოციებზე ისაუბრა, შემდეგ კი განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა ჩაკვეტაძემ:

„გატანილი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებული ვარ, რომ თამაში ვერ მოვიგეთ. გოლის გატანასა და საგოლე გადაცემის შესრულებას ყოველთვის ვცდილობ, ეს გოლი ბიძგს მომცემს და ვეცდები, ასე გავაგრძელო. გულშემატკივრების თვალწინ, საშინაო თამაშში გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა“.

„რაც შეეხება შეხვედრას, ყოველთვის რთულია, როდესაც გოლს პირველ წუთებზე უშვებ, ასეთ დროს ყველაფერი იცვლება. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია სახლში წაგება, რადგან საკუთარ კედლებში ზედიზედ 17 შეხვედრა არ გვქონდა წაგებული. დღეს რთული იყო, რადგან გოლი პირველ წუთებზე გავუშვით, შემდეგ კი ჩემი გოლის შემდეგაც გაგვიჭირდა დაბრუნება, რადგან მალევე მივიღეთ მეორე გოლი“.

„ქპრ-სთან მატჩი? ახლა თამაშები უფრო რთულდება, რადგან ყოველ სამ დღეში გვიწევს შეხვედრის ჩატარება. ამის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, რომ ქპრ-სთან გამარჯვებისთვის სწორ გზებს ვიპოვით“.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამ მარცხის შემდეგ 37 ქულის მქონე „უოტფორდი“ ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო, 25-ე ტურში ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ქუინზ პარკ რეინჯერსთან“ ითამაშებენ და შეხვედრა 1 იანვარს, თბილისის დროით, 16:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის მეორე გოლი სეზონში - უოტფორდის პირველი საშინაო მარცხი
ჩაკვეტაძის მეორე გოლი სეზონში - უოტფორდის პირველი საშინაო მარცხი