მატჩი დროებით შეწყდა - აგრესია ვლაჰოვიჩზე
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც „იუვენტუსმა“ პრინციპულ მეტოქეს „ფიორენტინას“ უმასპინძლა და ფრედ 2-2 ითამაშა. „ბებერი სინიორას“ შემადგენლობაში დუბლი ხეფრენ ტიურამმა შეასრულა, რასაც სტუმართა რიგებში მოიზე კინმა და რუბენ სოტილმა უპასუხეს.
1990 წელს, ფლორენციულიდან ტურინულ კლუბში რობერტო ბაჯოს ტრანსფერის გამო დაწყებული მტრობა ამ გუნდებს შორის ახლაც გრძელდება და რამდენიმე წლის წინ დუჰან ვლაჰოვიჩმა კიდევ უფრო გააღვივა, რომელმაც ბაჯოს მსგავსად „ვიოლა“ ბიანკონერიზე გაცვალა. აქედან გამომდინარე სერბ ფორვარდს „ფიორეს“ ტიფოზები მუდამ ობსტრუქციას უწყობენ და შანსი ხელიდან ამჯერადაც არ გაუშვიათ - ისინი ვლაჰოვიჩს „ბოშას“ უწოდებდნენ, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მატჩი ორი წუთით შეაჩერა. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ თამაში გაგრძელდა, თუმცა „იუვეს“ სერბ ფორვარდს მთელი შეხვედრის განმავლობაში „ნეხვის გროვათი“ მიმართავდნენ და მას სერიოზული ზეწოლის ქვეშ უწევდა ასპარეზობდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მიმდინარე სერია A-ში ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება, თუმცა ტიაგო მოტას შეგირდებმა 18 მატჩიდან 11 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 7 მოიგეს, რის გამოც „ატალანტასა“-„ნაპოლის“ ლიდერთა დუეტს 9 ქულით ჩამორჩებიან.