გიორგი მამარდაშვილი, კარლოს კორბერანი
Aa
Aa

ვალენსიამ ვარჯიში განაახლა - როგორია მამარდაშვილის მდგომარეობა

საშობაო შესვენების შემდეგ, „ვალენსია“ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა და ლა ლიგის უახლოესი შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა „ღამურებში“ დანიშვნის შემდეგ ფეხბურთელები პირველად ავარჯიშა. „ვალენსიას“ გვერდი წერს, რომ დღევანდელი გაცნობითი ხასიათის იყო.

პარალელურად, ესპანური მედია გიორგი მამარდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ქართველი მეკარე სარეაბილიტაციო კურსს გადის და დღეს, გუნდთან ერთად ვარჯიში ვერ მოახერხა. მამარდაშვილმა კვლავ ინდივიდუალური პროგრამით, სპორტდარბაზში ივარჯიშა და უახლოეს შეხვედრაში მისი თამაში საეჭვოა. მამარდასთან ერთად, სპორტდარბაზში ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა, ხოსე გაიამაც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ტრავმა დეკემბრის დასაწყისში მიიღო და წინასწარი ინფორმაციით, წლის ბოლომდე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა, ქართველი მეკარის სარეაბილიტაციო პროცესი გაურკვეველი დროით ჭიანურდება.

„ვალენსია“ 2025 წელს პირველ შეხვედრას 3 იანვარს, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები