კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ბოლდუინის 8 ქულა - ბასკონიამ ბრძოლაში გაიმარჯვა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის XIII ტურში „ბასკონიამ“ სტუმრად „მანრესა“ დაძაბულ ბრძოლაში 82:80 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. ბასკები წლევანდელ სეზონში როგორც ლიგა ენდესაში, ასევე ევროლიგაში არასტაბილური ასპარეზობით გამოირჩევიან და შესაბამისად, მათთვის თითოეულ მატჩში გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სტუმართა შორის 20 წუთის განმავლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა კამარ ბალდუინმა, რომელმაც 8 ქულასთან ერთად, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 დაფარება დააგროვა. ბოლდუინმა შვიდიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოები ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა, პერიმეტრიდან კი არც ერთი მცდელობა არ ჰქონია. ასევე მის პასივში 3 პერსონალური ჯარიმა და 1 დაკარგვაა.

6 მოგებითა და 7 წაგებით „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში ბოლდუინი და მისი თანაგუნდელები მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებენ, იქამდე კი ევროლიგაში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
21-ე ორმაგი და მარცხი ნიქსთან - ბითაძე არ ჩერდება
21-ე ორმაგი და მარცხი ნიქსთან - ბითაძე არ ჩერდება