ანტონიო კონტე
Aa
Aa

„სეზონის დასაწყისში ასეთ შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა“ - კონტე ვენეციასთან გამარჯვების შემდეგ

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ განვლილი მატჩი შეაფასა.

რა თქვა კონტემ:

რთული მატჩი იყო, რადგან როდესაც ბურთის ფლობა 70% გაქვს, პენალტის აფუჭებ და რამდენიმე კარგ მომენტს ვერ იყენებ, კონცენტრაციის შენარჩუნება რთულდება. ამის მიუხედავად, მაინც კარგად ვითამაშეთ, კარგი მოთმინება ვაჩვენეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ, ეს ბიჭებსაც ვუთხარი. გოლების პოვნა ყოველთვის მარტივი არ არის და ეს ბუნებრივია.

სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ 18 თამაშში 41 ქულა გვექნებოდა და გათამაშების სათავეში ვიქნებოდით. ამით ბედნიერი ვარ, რადგან ეს დიდი შრომის შედეგია. გუნდში ისეთი ბიჭები მყავს, რომლებიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებიან და ბევრს მუშაობენ. სწორედ ამის გამოა, რომ ამდენი მატჩი მოვიგეთ. ჩემპიონატი ასე უნდა გავაგრძელოთ.

რას ვთხოვ თავდამსხმელებს? ვითხოვ ერთადერთს, რომ ყოველთვის უკეთესები იყვნენ. იციან, რომ ვისაც სურვილის ასრულება სურს, მათ მწვრთნელს და შტაბს თავი უნდა მოაწონონ. უნდა იყოს თავგანწირვა და მონდომება. იმედია, ამ ჯგუფთან მუშაობას ასე გავაგრძელებ.

„ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 41 ქულა დააგროვა სერია A-ს სატურნირო ცხრილში „ატალანტას“ გაუთანაბრდა, რითაც ბერგამოელებთან ერთად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, სტუმრად „ფიორენტინასთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტეს შეცვლა აიძულა“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს
„კონტეს შეცვლა აიძულა“ - იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს